საპროტესტო მსვლელობისთვის მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საპარლამენტო ს შედეგებთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.
მსვლელობის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“ , რომლის ორგანიზებითაც საპროტესტო მსვლელობა წინა კვირაშიც გაიმართა.
„პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მსვლელობას შეუერთდებიან სტუდენტებიც, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოაწყვეს.