რუსეთში იახტების ბიზნესი განულებულია

დასავლეთის ქვეყნების მიერ ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად წელიწადში, დაახლოებით, 1000 რუსი კატერს ან იახტას ვეღარ ყიდულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეს ბიზნესი განულებულია. ამის შესახებ სააგენტო RBC-ს სპეციალიზებული კომპანია Burevestnik Group-ის მფლობელმა, ანდრეი ბოიკომ განუცხადა.
სანქციებამდე კატარღებსა და იახტებს წლის განმავლობაში სწორედ ამ რაოდენობის რუსი ყიდულობდა.
Burevestnik Group გემების დისტრიბუციასა და იახტების ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეწევა, ასევე, რუსეთში იახტკლუბების უმსხვილეს ქსელ Burevestnik-ს ფლობს.
ბოიკოს თქმით, რუსეთში, ფუფუნების სხვა საქონელთან შედარებით, იახტების ბაზარი მცირეა. კერძოდ, სანქციებამდე რუსები საზღვარგარეთ წელიწადში ფლოტის არაუმეტეს 1000 ერთეულს ყიდულობდნენ. ამ ტრანზაქციების ორი-მესამედი პატარა კატარღებს ეხებოდა, რომელთა ბიუჯეტი 60 000 დოლარამდე შეადგენდა, ხოლო 30 მ-ზე მეტი სიგრძის სუპერიახტის სეგმენტში წელიწადში, დაახლოებით, ხუთი ტრანზაქცია სრულდებოდა.
ბოიკოს თქმით, დღეს რუსების მიერ იახტის ან კატერის შესყიდვა სანქციების გამო შეუძლებელია, ხოლო „პარალელური იმპორტი ამ შემთხვევაში, პრაქტიკულად, არ მუშაობს.“ კერძოდ, შესყიდვების შემაფერხებელ მიზეზთა შორის ბოიკო რთულ ლოგისტიკას ასახელებს, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს ის ფაქტორიც, რომ კერძო ფლოტი „პირველადი მოხმარების პროდუქტს“ არ წარმოადგენს და რუსები იახტების შესყიდვებზე უკვე თავს იკავებენ, რადგან ბოიკოს შეფასებით, იახტების შესყიდვა დამოკიდებულია არა მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობაზე, არამედ, უბრალოდ, კარგ განწყობაზე. ამასთან, ბაზარიც საგრძნობლად შემცირდა, რადგან დასავლეთის ქვეყნებიდან რუსეთში იახტების მიწოდება მთლიანად შეწყდა.
bpn.ge