ს უნივერსიტეტთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

ჩვენი მომავლის სადარაჯოზე ვრჩებით, საქართველოს ევროპულ გზას აუცილებლად დავიცავთ, – ამის შესახებ განაცხადეს ს უნივერსიტეტთან სტუდენტებმა, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, პროტესტის ნიშნად ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში ღამეს კვლავ გაათენებენ.
„ჩვენი უნივერსიტეტი პარტიულ შტაბად იქცა. რექტორი პარტიულ ღონისძიებებზე დადის, ასევე ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც. ხვალ უფრო მეტნი ვიქნებით, დღესაც ვრჩებით უნივერსიტეტში და ვაგრძელებთ პროტესტს. დავიბრუნებთ ევროპულ მომავალს, დროა ხალხო, ქუჩებში გამოვიდეთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ერთმანეთს. ჩვენს გვერდით არიან „ილიაუნის” სტუდენტებიც”,- ამბობენ აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა