ბჟანია რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ პროექტის გაწვევას აპირებს

ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გატანის შესახებ დოკუმენტს ამზადებს.

“ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის შენობაში შეიჭრნენ – ისინი ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სადავო ხელშეკრულებას ეკონომიკის სტიმულირების საშუალებად მიიჩნევს, ხოლო ოპონენტებისთვის ეს აფხაზეთის ინტერესების დათმობის ტოლფასია.
ამ ხელშეკრულებით რუს ინვესტორებს მიენიჭებათ მრავალი სახის პრივილეგია, მათ შორის საგადასახადო პრივილეგიები და შესაძლებლობა, რომ მიწაც ჩაიგდონ ხელში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს.