ინტერრელიგიური სათათბირო საქსტატის ხელმძღვანელს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს შეხვდნენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა სათათბიროს წევრებს აცნობა, თუ როგორ ემზადება საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის და კონკრეტულად, რა კითხვებზე მოუწევთ მოქალაქეებს პასუხების გაცემა.
მისი თქმით, წელს პირველად, მონაცემები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეგროვდება და ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, კონკრეტულ ვადაში, თვითრეგისტრაციის მეთოდით, ელექტრონულად შეავსოს კითხვარი. ასევე, ძალაში რჩება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით პირისპირ ინტერვიუს მეთოდიც.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა მოსახლეობის აღწერის მნიშვნელობაზე და რელიგიურ ლიდერებს მოუწოდა, მრევლთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში. თავმჯდომარის თქმით, აღწერის შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფოს ჩართულობას რელიგიური ორგანიზაციების საჭიროებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, ებრაელთა კავშირის, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული, საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიების, იეჰოვას მოწმეთა, საერთაშორისო ორგანიზაცია „ხსნის არმია“-ს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები.
2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტარდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის ორგანიზატორიცაა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. აღწერის შედეგად დადგინდება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესის ასაკის, აღმსარებლობის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საცხოვრისების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა