სეიშელის კუნძულებზე ოთხი კონტეინერი ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა | დაიღუპა 3 ადამიანი

სეიშელის კუნძულებზე აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება სამშენებლო კომპანიაში მოხდა, სადაც ოთხ კონტეინერ ასაფეთქებელ ნივთიერებას ცეცხლი გაუჩნდა. კუნძულზე საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, გადაუდებელი შემთხვევის გარდა სახლიდან არ გამოვიდნენ.
სამი ადამიანი დაიღუპა, მათი საცხოვრებელი სახლების დანგრევის შედეგად.
”ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდი შეშფოთება იყო ასაფეთქებელი ნივთიერებების მარაგთან დაკავშირებით… ასაფეთქებელი ნივთიერების ოთხი კონტეინერი აფეთქდა.” – თქვა პრეზიდენტმა რამკალავანიმ.
აფეთქებამ დააზიანა კომერციული შენობები, მიმდებარე საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა საერთაშორისო აეროპორტიც.
”სეიშელის საერთაშორისო აეროპორტი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და კუნძულებს შორის საბორნე მომსახურება მუშაობს ვიზიტორებისთვის”, – ნათქვამია ქვეყნის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
ამჟამად, კუნძულზე დაკეტილია სკოლები და საავადმყოფოები, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.