„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სააპელაციო სასამართლოს წინ ფურცლები დატოვეს, რომელიც მათივე შეფასებით, მტკიცებულებებია, რაც არჩევნების გაყალბებას ადასტურებს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სააპელაციო სასამართლოს წინ ფურცლები დატოვეს, რომელიც მათივე შეფასებით, მტკიცებულებებია, რაც ს გაყალბებას ადასტურებს.
ამასთან, მათ სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით საჩივრები განიხილება, მათ თან მიიტანეს პლაკატები წარწერით: “დაიბრუნე შენი ხმა!”, “გაუქმებულია სასამართლო!”, “გაუქმებულია არჩევნები!”
კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას შეფასებით, საქართველოს მოსამართლეებმა მტკიცებულებები მაკულატურად აქციეს.
„დღეს დილიდან ხაზს ვუსვამ, რომ გაუქმეს სასამართლო მოსამართლეებმა. მაკულატურად აქციეს ყველა ის ქაღალდი და მტკიცებულება, რომელსაც ჩვენ დღეს წარვუდგენდით. არაფერს აზრი არ ჰქონია, ამიტომ თქვენ თვალწინ ამ მაკულატურას [სააპელაციო სასამართლოს] კიბეებზე დავტოვებთ, დავუყრით. იმიტომ, რომ მათ ეს [მტკიცებულებები] არ აინტერესებთ. არც კითხულობენ, არც აანალიზებენ და წერენ იმას, რასაც დაავალებს მათ. ამიტომ მათ სამართალს ახლა აქ დავუყრით და აქედან წავალთ”, – განაცხადა კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საია-ს სარჩელებს, რითაც ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, სააპელაციო სასამართლო მხარეების მონაწილეობის გარეშე განიხილავს.