აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია, მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ამის შესახებ “ტელეგრამ” არხი “D News Абхазия” იუწყება.
მანამდე აქციის მონაწილეებმა ავტომობილით ღობის ნაწილი დაანგრიეს და ე.წ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდნენ. აქციის მონაწილეებსა და ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.
შეგახსენებთ, დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.