აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სესია გაიხსნა, რომელზედაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ „კანონპროექტის“ რატიფიკაცია იგეგმებოდა, თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა არ გაგრძელდება.
ე.წ. „პარლამენტის“ შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის“ რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ, სხდომა ჩატარდეს და ე.წ. „დეპუტატებმა“ „კანონპროექტის“ წინააღმდეგ მისცენ ხმა.
„სხდომა უნდა შედგეს და დეპუტატებმა საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნან. სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბამ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე