“თბილისი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს” –

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი აცხადებს, რომ თბილისი მზადაა საკუთარი, შუამავლის როლი შეასრულოს ერევანსა და ბაქოს შორის, თუკი მხარეების მხრიდან მსგავსი სურვილი იქნება.
“თუ იქნება ინტერსი, რომ საქართველომ, მაგალითად, შუამავლის როლი შეასრულოს ან უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებათა პროცესში, ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ ამ მზაობის შესახებ. დღესაც არსებობს ეს მზაობა. თუ იქნება შესაბამისი ინტერესი, მზად ვართ შევთავაზოთ დახმარება და მხარდაჭერა ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას”, – თქვა კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
ყარაბაღის ომის შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე სხვადასხვა ფორმატში აქტიურად მსჯელობენ. მხარეებს შორის თბილისში მოლაპარაკებები ამ დრომდე დღის წესრიგში არ დამდგარა, თუმცა, თბილისის, როგორც შუამავლის როლის შეთავაზებაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ხშირად საუბრობდა

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე ოპოზიციაზე – დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა – ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია