ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ პარტიის ვანის ორგანიზაციის წევრის, კობა ძაგნიძის დაკავების შესახებ რამდენიმე საათის წინ შეიტყვეს.
“ბრალდება მძიმეა, ევროპული საქართველო ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს” – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ვანში ევროპული საქართველოს წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.