საქართველოს პოლიტიკა შემაშფოთებელია და დიდი სამხედრო პროექტების გაუქმება გამოიწვია — ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა შეშფოთებელია და რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.
ფიშერი X-ზე წერს ბუნდესვერის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე მონაწილეობდა.
„ვამაყობ გერმანია-საქართველოს კარგი თანამშრომლობით თავდაცვის სფეროში და გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებისადმი. სამწუხაროდ, საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა გერმანიის შეშფოთებას იწვევს და საქართველოში რამდენიმე დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“, — წერს ელჩი.
Celebrating Founding Day of @bundeswehrInfo with Guest of Honor, Dy. Chief of Defence, BG Chichinadze. Proud of good 🇩🇪🇬🇪 defence co-op & 🇩🇪 support for GDF capabilities. Sadly, 🇬🇪 current policy is a concern for 🇩🇪 and has led to cancelation of some big military projects in 🇬🇪. pic.twitter.com/Pzxhh6peYI — Peter Fischer (@Diplo_Peter) November 14, 2024
უცნობია, რა სამხედრო პროექტები შეაჩერა გერმანიამ საქართველოში, გარდა „ღირსეული პარტნიორში“ მონაწილეობისა. „ნეტგაზეთმა“ კითხვით მიმართა გერმანიის საელჩოს საქართველოში. პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.
მანამდე ცნობილი იყო, რომ:
· გერმანიის სამხედროებმა გააუქმეს მონაწილეობა წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი“;
· გერმანიამ გააუქმა დიდი იურიდიული ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო;
· გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის საქართველოს მიმართ რაიმე ახალ ფინანსური ვალდებულებას არ აიღებენ.