ისრაელი ბეირუთში „ჰეზბოლას“ პოზიციებს ანადგურებს

ლიბანში ს საჰაერო იერიშები გრძელდება. მესამე დღეა ისრაელის ძალებს იერიშები მიაქვთ ქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე, სადაც „ჰეზბოლას“ პოზიციებია განლაგებული.
მძიმე საჰაერო შეტევის პარალელურად ირანის მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ გამოთქვამს მზადყოფნას ცეცხლის შეწყვეტის პირობებში, საკუთარი მებრძოლები გაიყვანოს საზღვრისპირა რეგიონებიდან, რომელსაც ამ დრომდე „ჰეზბოლა“ აკონტროლებს.
ლიბანელი მაღალჩინოსანი ალი ჰასან ხალილი ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ლიბანი მზად არის შეასრულოს გარეოს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში არსებული ჩანაწერები, საუბარია 2006 წელს მიღებულ დოკუმენტზე, რომელიც საზღვრისპირა რეგიონებიდან საბრძოლო მასალის ამოღებას ითვალისწინებს. საუბარია ისრაელის საზღვრიდან 30 კილომეტრზე.
„დიახ,ერთგული ვართ იმისა, რაც [რეზოლუციის] ამ ტექსტებშია ნათქვამი“, – ამბობს ჰასანი “ალ ჯაზირასთან” საუბრის დროს.
ისრაელი მუდმივად ამბობდა, რომ რეზოლუციაში გაწერილი პუნქტები ირღვეოდა. ლიბანმა თავის მხრივ დაადანაშაულა ისრაელი რეზოლუციის დარღვევაში, მათი თქმით ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები რეგულარულად არღვევდნენ მის საჰაერო სივრცეს.
ისრაელმა მძიმე დარტყმა მიაყენა ჰეზბოლას მას შემდეგ, რაც სექტემბრის ბოლოს დაიწყო ლიბანში “ჰეზბოლას” წინააღმდეგ შეტევა, განახორციელა საჰაერო თავდასხმები, გაგზავნა ჯარები სამხრეთ საზღვრთან და გაანეიტრალა “ჰეზბოლი”ს ლიდერები, მათ შორის სეიედ ჰასან ნასრალა.
“ჰეზბოლა” ისრაელის ქალაქებს, ბოლო ერთი წლის განმავლობში ბომბავდა, რის გამოც რამდენიმე ქალაქიდან ისრაელმა ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
შეერთებული შტატები და პარტნიორი ქვეყნები ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას 1701, რომელიც მოითხოვს, რომ ლიტანის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები თავისუფალი იყოს ნებისმიერი იარაღისგან. ეს ჩანაწერი არ შეეხება ლიბანის სახელმწიფო ძალებს.