“ამაზე მაინც თუ ვერ შევთანხმდით, მართლა გადაგვარება დაგვემუქრება” – დავით ზურაბიშვილი

ისე, ჩვენში დარჩეს და მოგვწონს თუ არ მოგვწონს ოცნების ანუ ბიძინას მმართველობა, ნაცები გვეზიზღება, ქოცები თუ შუაშისტები, გლობალური ომის პარტიის გვჯერა თუ არ გჯერა, აგენტებზე კანონი რუსული გვგონია, ამერიკული თუ ეროვნულ-ქართული, არჩევნები გაყალბებულად მიგვაჩნია თუ პატიოსნად ჩატარებულად, მოკლედ, ვინც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, ყველა ვარიანტში ამ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა პირებიდან რომ ჯერ არნახული ქაჯობა, სიგოიმე და სიმდარე იფრქვევა ვულკან კრაკატაუსავით, ამაზე მაინც თუ ვერ შევთანხმდით, მართლა გადაგვარება დაგვემუქრება ჩემი მოკრძალებული აზრით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს