ნიკა გვარამია – ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს – თუ საქართველოში ცვლილებები ვერ მოვიტანეთ, ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა უბრალოდ აღარ იქნება

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, 26 ოქტომბერს ს შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებებსა და სხვადასხვა შინაარსის სტატისტიკებს აცნობენ.
როგორც გვარამია აღნიშნავს, საქართველოში ცვლილებები არ იქნება, ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა უბრალოდ აღარ იქნება.
დროს სათავისოდ იყენებს, რა თქმა უნდა, ეს დრო ჩვენზე არ მუშაობს. არასერიოზულობა და მხოლოდ ემოციური ფონი კიდევ უფრო უარესად დაგვაზიანებს, ამიტომ ვცდილობთ ვიყოთ რაციონალურები.კ არგად და ცივი გონებით დავგეგმოთ პროცესები და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ნაკლები დრო დაგვჭირდეს. ჩემი აზრით, ეს გამოგვდის და შემდეგ დღეებში კიდევ უფრო გამოგვივა.
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ახლოს ვართ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან, ისე ახლოს , როგორც არასდროს. ვფიქრობ,რომ თუ ჩვენ საქართველოში ცვლილებები ვერ მოვიტანეთ, და ეს ცვლილებები ჩვენი მოსატანია, ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა უბრალოდ აღარ იქნება. ეს არ არის უბრალოდ დაახლოების და ევროინტეგრაციის საკითხი, იმიტომ რომ ეს საკითხი უკვე გაჩერებულია ისე, რომ წარმოუდგენელია როდის აღდგება. ვიზალიბერალიზაცია იქნება პირველი მსხვერპლი ამ გზაზე, ჩვენ დავკარგავთ შესაძლებლობას ვიზის გარეშე ვიაროთ ევროპაში. ეს უკვე ჩანს, სამწუხაროა, რომ ჩანს, იმედი ვიქონიოთ, რომ მოვასწრებთ სწორი რაღაცების გაკეთებას , ვიდრე ვიზალიბერალიზაციის პრობლემა დადგება“,- განაცხადა გვარამიამ.