“ხმების გუშაგები” – ბათუმში სტუდენტების პროტესტი იწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი მოძრაობა სახელწოდებით “გუშაგები” დააფუძნეს და თქვეს, რომ უწყვეტ საპროტესტო გამოსვლებს იწყებენ.
სტუდენტები “ქართული ოცნების” მმართველობას აკრიტიკებენ და ს გაყალბებას აპროტესტებენ. მათი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელი პირები ჩართული არიან მმართველი პარტიის პოლიტიკაში. “გუშაგის” წევრები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი გასათავისუფლებელია “ოცნების” მარწუხებისაგან. ისინი ყველა სტუდენტს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ საპროტესტო ტალღაში.
“ეს ისტორიული მაგალითია, რადგან მთავარი და ისტორიული პროცესები ყოველთვის იწყებოდა ს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მინდა მივმართო ყველა სტუდენტს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არ დგას, შემოგვიერთდეს სამომავლოდ ამ დიდ ბრძოლაში, რომელსაც ვიწყებთ დღეს უნივერსიტეტიდან და სამომავლოდ გავაგრძელებთ ქალაქის ქუჩებში და ყველგან ვიქნებით სადაც საქართველოს ბედი წყდება”, – თქვა სტუდენტმა მათე ცენტერაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას – ჩვენ მხარს ვუჭერთ