რა მექანიზმებით მოიპარა “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები – ამ წუთებში კოალიცია “ცვლილებისთვის“ იმ დარღვევების კრებულს წარადგენს, რომელიც მათი თქმით, არჩევნების გაყალბების მთავარი მტკიცებულებაა.
ოპოზიციის ინფორმაციით, იდენტიფიცირებული ჰყავთ ის ადამიანები, ვინც გადამწყვეტ არჩევნებში გაყალბებაში იღებდა მონაწილეობას.
ხელისუფლების ოპონენტები გგმავენ ეს მტკიცებულებები საერთაშორისო პარტნიროებს გადასცენ.
პროდასავლური ოპოზიციის განცხადებით, ცესკო არ ყოფილა ერთადერთი უწყება, რომლის გამოყენებითაც, ხალხი ხმების მოიპარეს და ამაში ჩართული იყო პარლამენტი, სასამართლო და სამინისტროებიც.
ამ გაყალბებას კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს, სახელების და გვარების დონეზე. ჩვენ დაწყებული გვაქვს კონკრეტული სიების გამოვლენა, ზუსტად, ვინ რა გააკეთა. გარდა ცესკოს სისტემისა, ასევე მოსამართლეები, რომლებიც კრიმინალს ჩადიან, ეს მიმართულება არის ჩვენთვის მნიშნელოვანი და ვმუშაობთ ამაზე პარტნიორებთან. აშშ-ის სანქციების განცხადებასი იყო საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთი ფოკუსი სანქიცების არის სწორედ გამყალბებლები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ამ სქემას ჰყავს ასობით შემსრულებელი და აქვს მტკიცებულებები ასობით და ათასობით და რა თქმა უნდა, ყველა ამ ადამიანმა, ვინც ქვეყანას გაუბედა, მოეპარა მისთვის ევროპული მომავალი, უნდა აგონ პასუხი“,- განაცხადა ნიკა მელიამ. „ეს ვიცით ზუსტად: ის ფაქტი, რომ არჩევნების დღეს საქართველოს მთავრობამ მოსთხოვა მოქმედ ავიაკომპანიებს იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები. ანუ ავიაკომპანიებს სთხოვეს, რომ დღეს ვინ ჩამოდიან, მათი სიები მოგვეცითო, რომ დაედარებინათ ეს სიები, ენახათ და ვიღაც იმათ ნაცვლად, იმათი პირადი ნომრებით არ მისულიყო საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
გამოცემა პუბლიკა აქვეყნებს ვიდეოს შეხვედრიდან, სადაც ზურაბ ჯაფარიძეს იმედის ჟურნალისტი უსვამს კითხვას: