Al Jazeera-ს ჟურნალისტს ღაზის მცხოვრებმა უთხრა, რომ ჰამასი ჰუმანიტარულ დახმარებას იპარავს

Al Jazeera-ს ჟურნალისტთან საუბრისას ღაზის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თქვა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება მათთან ვერ აღწევს, რადგან ჰამასელი ტერორისტები იპარავენ. ვიდეო X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ვრცელდება.
A must watch:
A Gazan woman surprises Al Jazeera reporter and tells him that Hamas is taking all the humanitarian aid to its terrorists in the tunnels. The reporter tries to convince her otherwise but she continues to attack Hamas.@MOhadIsrael pic.twitter.com/ZrtYhq4vSU— Yonatan Gonen (@GonenYonatan) December 6, 2023
ჟურნალისტის კითხვაზე, მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო თუ არა ჰუმანიტარული დახმარება, მცხოვრები პასუხობს, რომ დახმარება გამოუგზავნეს, მაგრამ ის მთლიანად ჰამასმა წაიღო.
“დახმარება არ მისდის ერს, ყველა ადამიანს. ძალიან ბევრი მოდის. […] ყველაფერი მათ [ჰამასის] სახლებში მიდის. მათ ის მიაქვთ და მესვრიან კიდეც ან ნებისმიერ რამეს იზამენ, რაც უნდათ, ჰამასს “. – თქვა ღაზის სექტორის მაცხოვრებელმა.

ასევე დაგაინტერესებთ