ნიკა მელია – მადლობა ღმერთს, არჩევნების გაყალბებას უკვე ასობით მტკიცებულება ახლავს – გეგმა არის პროტესტი, მუდმივი და შეუჩერებელი წინააღმდეგობა

გეგმა არის პროტესტი, მუდმივი და შეუჩერებელი წინააღმდეგობა , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიკა მელიას განცხადებით, ასევე, გეგმის ნაწილია ს გაყალბების მტკიცებულებების წარდგენა საზოგადოებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა.
„ასევე გეგმა არის იმ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რა მიმართულებითაც იდგმება მეტი ნაბიჯი და მძიმე ნაბიჯი. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა, დღეს რომ მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. მეორე მიმართულებაა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მესმის, რომ ჩვენც რომ ვიყოთ ამერიკელი კონგრესმენი ან -ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, თუ მეტყვით მტკიცებულებების გარეშე, რომ 300 000 ხმა მიიწერა „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება ძნელად დასაჯერებელი იყოს, იმ მასშტაბის გაყალბებასთან გვაქვს საქმე. მადლობა ღმერთს, ამ გაყალბებას ახლავს უკვე ასობით მტკიცებულება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს