გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი – დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-სთან დიალოგის ახალ შესაძლებლობას აჩენს

დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-სთან დიალოგის ახალ შესაძლებლობას აჩენს, – ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გენადი გატილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთადერთი შესაძლო ცვლილება ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგია, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა“, – განაცხადა გენადი გატილოვმა.
გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შიდა პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, ვაშინგტონი მოსკოვის შეკავების მიზნისკენ ისწრაფვის.
„ადმინისტრაციის ცვლილება ამას ნაკლებად შეცვლის“, – აღნიშნა გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს