დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ყოფილა

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ყოფილა.
„ჯერჯერობით კონტაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
კითხვაზე, შედგება თუ არა საუბარი დონალდ ტრამპის გუნდთან „სავიზო შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რომელიც გაერო-ს ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის“, პესკოვმა უპასუხა, რომ „მოლოდინებზე საუბარი ჯერ ადრეა“.
„ეს ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც ამერიკელების წინაშე შეიძლება დაისვას. ერთი კონკრეტული საკითხის გამოყოფა არასწორი იქნება“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს