“საყოველთაო დაუმორჩილებლობა” – ეგებ ისეთ კრეტინობად მოგეჩვენოთ, იმასაც მიხვდეთ რომ არჩევნების მოგება უფრო ადვილია” – ჩერგოლეიშვილი

“არჩევნებს აზრი არ აქვს, მოდი საყოველთაო დაუმორჩილებლობა მოვაწყოთ”
დავაი: 1. ყველა პარტიამ ჩაატაროს თავისი ამომრჩევლის აღწერა – გაიგოს ვინაა მისი ამომრჩეველი. 2. ასევე გაიგოს რა უჭირს მის ამომრჩეველს, რა უნდა, რისთვისაა მზად, რამდენი დრო აქვს, სად და ვის შეუძლია არ დაემორჩილოს. 3. გამოარჩიოს თავისი ამომრჩევლიდან ისინი, ვინც მზადაა მნიშვნელოვანი დრო პროტესტს და წინააღმდეგობას დაუთმოს. 4. რომ გამოარჩევს, საქართველოს რუკა აიღოს, და ზედ ქინძისთავით ან მაგნიტით მიაბას სად რამდენი კაცი ყავს მზად წინააღმდეგობისთვის – რაზე არიან ისინი წამსვლელები და თითოს რამდენი ადამიანის ჩაბმა შეუძლია … კიდევ ბევრია გასარკვევი მარა ამით დაიწყეთ. ამ პროცესის ბოლოში რომ გახვალთ, ეგებ კითხვაც გაგიჩნდეთ რა ჯანდაბაა ეს “საყოველთაო დაუმორჩილებლობა” – ეგებ ისეთ კრეტინობად მოგეჩვენოთ, იმასაც მიხვდეთ რომ არჩევნების მოგება უფრო ადვილია. “მანქანის ტარების სწავლას აზრი არ აქვს, მოდი კოსმოსურ ხომალდს მოვახტეთ”
ვაი თქვენს პატრონს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს