რუსულმა სადესანტო ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შეღწევა შეძლო, მაგრამ იქ გამაგრება ვერ მოახერხა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კუპიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ბესედინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპანტები ქალაქის მარცხენა სანაპიროზე შეიჭრნენ.
კითხვაზე, განხორციელდა თუ
არა კუპიანსკში შეჭრილების ლიკვიდაცია, ბესედინმა უპასუხა, რომ ისინი გაანადგურეს. ამასთან, კუპიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეს დილიდან ქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
შეგახსენებთ, მანამდე ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ილინკას დასახლება აიღეს და ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ.