პროკურატურის ინფორმაციით, ორ პირს პატიმრობა შეეფარდა: 15 წელი მკვლელობისთვის, 13 – მკვლელობაში დახმარებისთვის

პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა. მათგან ერთს, ვისაც უშალოდ მკვლელობა ედება ბრალად, 15 წელი მიესაჯა – ის უკვე დაკავებულია. მეორეს კი 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებული თავის მეგობარს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.
იმავე ღამეს, ბრალდებულები ავტომობილით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაინახეს დაზარალებული, რომელიც მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა. მძღოლმა ავტომობილი გააჩერა, მის გვერდით მჯდომი ბრალდებული კი ავტომანქანიდან გადავიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებული მიიმალა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურას მათთვის ბრალი ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წარუდგინა. საქალაქო სასამართლომ მკვლელობის ნაწილში არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და დაკავებულს განზრახ მკვლელობა, ძებნილს კი მკვლელობაში დახმარება დაუმტკიცა. პროკურატურა აპირებს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივროს და თითოეული მათგანისთვის ბრალის დამძიმება მოითხოვოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა