თამარ კორძაია – დღეს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში გუშინდელ გადაწყვეტილებას, არა იმიტომ, რომ გვჯერა სააპელაციო იქნება ობიექტური, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს მათი ლუსტრაცია

დღეს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში გუშინდელ გადაწყვეტილებას, არა იმიტომ, რომ გვჯერა, სააპელაციო იქნება ობიექტური, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს მათი ლუსტრაცია, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლე საქმის დეტალებს არ იცნობდა.
„პირველ რიგში, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი გუშინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით, გუშინ სამართლის ხმა იყო, მხოლოდ მოსამართლის ჩაქუჩის ხმა, რადგან მას საერთოდ არაფერი არ ჰქონდა წაკითხული. დღეს ჩაგვბარდა უკვე გადაწყვეტილება, 18:00 საათამდე აუცილებლად შევიტანთ სააპელაციო სასამართლოში, არა იმიტომ, რომ გვჯერა, სააპელაციო იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი ან რომელიმე განჩინებას გააუქმებს ჩვენს შუამდგომლობასთან დაკავშირებით, არამედ, კიდევ ერთხელ მათი ლუსტრაციისთვის, რადგან ყველა მოსამართლემ პერსონალური პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავლის განადგურებისათვის აიღოს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა” და საიას სარჩელები, რითაც მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს