ჯონსონი: თუ ტრამპი კიევის დახმარებას შეწყვეტს, უკრაინაში ჯარის გაგზავნა მოგვიწევს” – ჯონსონი

მედია GB News-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი თვლის, რომ, იმ შემთხვევაში თუკი -ს ახალი პრეზიდენტი სთვის სამხედრო დახმარებას შეამცირებს, ბრიტანეთს ში ჯარების გაგზავნა მოუწევს.
“მაშინ ჩვენ მოგვიწევს გადასახადის გადახდა, რათა გავგზავნოთ ბრიტანეთის ჯარები უკრაინის დასაცავად”. – ამბობს ჯონსონი.
ყოფილი პრემიერი GB News-ს ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა მომავალში დიდ ფინანსურ ხარჯებს მოუტანს ბრიტანეთს.
“რატომ ვუჭერთ მხარს უკრაინელებს? იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ს აღორძინებით დაქვეითდება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება, ეს ევროპის ყველა ნაწილისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – აღნიშნა ჯონსონმა.
“ტრამპს ბევრი განსხვავებული მოსაზრება ჩაესმის ყურში” – ამბობს ჯონსონი.
ჯონსონმა დადებითად შეაფასა ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა და მისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების მიწოდებით ტრამპმა უკრაინის ბედი უკეთესობისკენ შეცვალა.
“ამ მხარდაჭერის გარეშე კიევისთვის ბრძოლა შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან, ძალიან განსხვავებული”.- ამბობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…