პარიზის პროკურატურამ მარინ ლე პენისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

პარიზის პროკურატურამ ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე მოითხოვა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, “ეროვნული გაერთიანების” ლიდერ მარინ ლე პენს. აქედან ვერდიქტი ითვალისწინებს 3 წლით პირობითი პატიმრობის ვადას და 300 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას.
გარდა ამისა, პროკურატურა მოითხოვს, რომ პოლიტიკოსს ხუთი წლით აეკრძალოს სამთავრობო ორგანოებში არჩევის უფლება.
ლე პენის საქმეში ფიგურირებს “ეროვნული გაერთიანების” 20 წევრი. პროკურატურამ მათთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მაშინ ლე პენი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი კანდიდატურის დასახელებას ვერ შეძლებს.

პოლიტიკოსმა ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ პროკურატურას სურს ფრანგებს ჩამოართვას მათთვის სასურველი პოლიტიკოსისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა.
მარინ ლე პენს 2027 წლის კენჭისყრისთვისაც ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევენ.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, “ეროვნული გაერთიანების” ვეტერანი ლიდერი მარინ ლე პენისა და მისი თანაპარტიელების წინააღმდეგ სასამართლო მოსმენა 30 სექტემბერს დაიწყო.

“ეროვნული გაერთიანების” ოფიციალურ პირებს და თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებს და თანაშემწეებს ადანაშაულებენ ევროკავშირის საპარლამენტო სამუშაოსთვის განკუთვნილი თანხების დახარჯვაში პარტიის თანამშრომლებზე. იმ პერიოდში “ეროვნულ გაერთიანებას” “ეროვნული ფრონტი” ერქვა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ