ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: 26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის შინასი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტანდარტებს არ შეესაბამება.
„ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომლებსაც მოელიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისაგან. ხელისუფლებამ გამოიყენა უთანასწორო მდგომარეობა, თავისი რესურსები და ომის შიში და წარმოაჩინა საკუთარი თავი ერთადერთ ძალად, რომელსაც ომის თავიდან არიდება შეუძლია“, – თქვა მან.
შინასის განცხადებითვე, „ოცნება“ ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის გზაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!

პრემიერი – ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი ერთ წამში გადაეწეროს კაცად, როცა ევროკავშირის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ამ პარადოქსის არდაშვების გამო ქართველი ხალხი შეიძლება დაისაჯოს, გამაოგნებელია