ჯონ თუნი აშშ-ის სენატის რესპუბლიკელთა ახალი ლიდერია

შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა უმრავლესობას სენატში დღეიდან ჯონ თუნი უხელმძღვანელებს.
13 ნოემბერს თუნმა, რომელიც კონგრესის ზედა პალატაში სამხრეთ დაკოტის შტატს წარმოადგენს, რესპუბლიკელთა ლიდერისთვის კენჭისყრის მეორე რაუნდში 29 ხმა მიიღო, მისმა მოწინააღმდეგემ ჯონ კორნინმა, რომელიც ტეხასის შტატს წარმოადგენს – 24 ხმა.
ფლორიდის სენატორი რიკ სკოტი, რომელსაც უპირატესობას დონალდ ტრამპის მოკავშირეები ანიჭებდნენ, 13 ხმის აღების შემდეგ კენჭისყრის პირველი რაუნდიდან გამოირიცხა.
თუნის არჩევა მიანიშნებს, რომ სენატში რესპუბლიკურ უმრავლესობას გარკვეული დამოუკიდებლობა შეიძლება ჰქონდეს რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისგან, როცა კონგრესის ორივე პალატას, დიდი ალბათობით, რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. ტრამპი კი 20 იანვრის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, უმაღლეს პოსტს დაიკავებს.
პრესკონფერენციაზე თუნმა დღეს განაცხადა, რომ ტრამპის ნომინაციების სწრაფად დამტკიცებას შეეცდება და იმუშავებს, რომ მას სამთავრობო ხარჯების შემცირებასა და საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში დაეხმაროს.
თუნი სენატში 2005 წლიდან იმყოფება. 2021 წლიდან ის სენატის რესპუბლიკელთა ამჟამინდელი ლიდერის, მიტჩ მაკკონელის მოადგილე იყო, რომელიც თანამდებობას ტოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს