რასა იუკნევიჩიენე – ევროკავშირში ცხადები უნდა ვიყოთ: საქართველოს არჩევნები არ იყო დემოკრატიული, არ შეგვიძლია მისი აღიარება – ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დებიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი

ევროკავშირის წევრობა მხოლოდ საქართველოს „დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ცხადი უნდა იყოს, რადგან საქართველოს არჩევნები არ იყო დემოკრატიული და არ შეიძლება მისი აღიარება – “ქართულ ოცნებას არ გაუმარჯვია“.
“კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით თითქმის ყველგან ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას პოსტ-საბჭოურ სივრცეში. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში და ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო გამონაკლისი არაა. აქ, ევროკავშირში, ჩვენ, ცხადები უნდა ვიყოთ – საქართველოს არჩევნები არ იყო დემოკრატიული, არ შეგვიძლია მისი აღიარება, “ქართულმა ოცნებამ” არ გაიმარჯვა.
უნდა მოვუწოდოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკვე გაყინულია. ხელახლა უნდა გადავაფასოთ იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო სტატუსს. აღარ შეგვიძლია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ორმხრივი დახმარების გამართლება.
ამ ყველაფერს მწუხარებით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი პრო-ევროპულ გზას უჭერენ მხარს, ჩვენ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ მათ. ამიერიდან, ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა ისაუბროს ორივესთან – საქართველოს საზოგადოებასთან და “ქართულ ოცნებასთან”, რომელმაც მათ არჩევნები მოჰპარა.
ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან. უფრო ცხადი რომ ვიყო – ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს