ამჟამინდელი ვითარება საქართველოში ევროკავშირის, აშშ-ის და ბევრი დასავლური ქვეყნის უსამართლო პოლიტიკის შედეგია, რომლებიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის არმიერთებისთვის სჯიან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა განაცხადა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.
მისი თქმით, ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა რაციონალური დიალოგი უნდა დაიწყონ საქართველოს მთავრობასთან.
„საქართველოზე ევროკავშირის პოზიცია რეალობის იგნორირებას ახდენს. საქართველო ოკუპირებული ქვეყანა იყო დაახლოებით 20 წლის განმავლობაში და ევროკავშირმა არც ერთხელ არ უპასუხა რუსეთის ამ ოკუპაციას სანქციებით. პირიქით, მან რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა განავითარა.
საქართველო არ არის ნატოს წევრი და ევროკავშირის არანაირ უსაფრთხოების გარანტიას არ სთავაზობს სამომავლო შესაძლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ევროკავშირი იმ პოზიციაში არ არის, რომ ანტირუსული სანქციების ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედების კომპენსირება მოახდინოს. შესაბამისად, ის საქართველოს მთავრობას სჯის ბალანსისთვის და არა რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებისთვის, რის გამოც ქართველები სოციალური კატასტროფის წინაშე არ დგანან. ვფიქრობ ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა რაციონალური დიალოგი უნდა დაიწყონ საქართველოს მთავრობასთან,” – განაცხადა ბრანისლავ ონდრუშმა.