პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე სთვის ახლავე მიმართვა ან იურიდიული შეცდომაა, ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება, თითქოსდა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი ვეღარ გააგრძელებს მუშაობას – ეს ასე არ არის

პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე სთვის ახლავე მიმართვა ან იურიდიული შეცდომაა, ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება, თითქოსდა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი ვეღარ გააგრძელებს მუშაობას – ეს ასე არ არის
პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოსთვის ახლავე მიმართვის შესახებ, რაც დღეს მოვისმინე, ან იურიდიული შეცდომაა ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება, – წერს კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციური პარტიების ნაწილის მტკიცება, თითქოსდა ცესკოსთვის ახლავე მიმართვა უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი ვეღარ ცნობს 100 წევრის უფლებამოსილებას და ამიტომ ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.
“პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოსთვის ახლავე მიმართვის შესახებ, რაც დღეს მოვისმინე, ან იურიდიული შეცდომაა ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება. თითქოსდა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი ვეღარ ცნობს 100 წევრის უფლებამოსილებას და ამიტომ ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.
ეს ასე არ არის, მაგრამ ამის სამართლებრივ მტკიცებას არ შევუდგები. მხოლოდ ერთს ვიტყვი და დაფიქრდით: დავუშვათ, რომ შესაძლებელია ს შემდეგ, უფლებამოსილების ცნობამდე, მანდატებზე უარის თქმა და, იმავდროულად, პარტიული სიის გაუქმება. ახლა დავუშვათ, რომ დამარცხებულმა პარტიებმა 51 მანდატი მიიღეს, უფლებამოსილების ცნობამდე უარი თქვეს მანდატებზე და პარტიული სიებიც გააუქმეს. რას მივიღებთ? პარლამენტი ცნობს მხოლოდ 99 წევრის უფლებამოსილებას და ვეღარ გააგრძელებს მუშაობას – საჭირო გახდება ხელახალი . და თუ იგივე გამეორდა მეორედაც, მესამედაც და ა.შ.? გამოვა, რომ 51 დამარცხებულს ყოველთვის შეეძლება არჩევნების შედეგების ბლოკირება, რაც სრული აბსურდია! დღეს პრობლემა არჩევნების არალეგიტიმურობაა და ამას უნდა მივხედოთ!” – წერს ვახტანგ ხმალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით