სხინასი: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც EU-ის კანდიდატი ქვეყნისგან ელიან

26 ოქტომბერს საქართველოს 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცა ხმა. სამწუხაროდ, ეს სერიოზული დარღვევებით იყო გამორჩეული. დარღვევები აღინიშნებოდა, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, საარჩევნო დღეს.
მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ ჩვენი გულწრფელი მადლობა გამოვხატოთ ამ პარლამენტის მიმართ, რომლის 7 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია ხუთ ქვეყანას, ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდა და არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდა. თქვენმა დელეგაციამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცა დაშინების კლიმატისა და ზეწოლის შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში აღინიშნებოდა.
საშუალება მომეცით თავიდანვე ეს ხმამაღლა და ცხადად ვთქვა: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. მმართველმა პარტიამ ისარგებლა უთანასწორო სათამაშო ველით, მან გამოიყენა მისი მნიშვნელოვანი რესურსები და ომის შიში, როდესაც საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია.