დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართეს შეხვედრა

აშშ-ის არჩეული და ამჟამინდელი პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი თეთრ სახლის ოვალურ ოფისში შეხვდნენ ერთმანეთს, რაც ძალაუფლების გადაცემის ტრადიციული ცერემონიის ნაწილს წარმოადგენს.
ბაიდენი მიესალმა ტრამპს და აღნიშნა, რომ იანვარში იმედოვნებს ხელისუფლების “მშვიდ გადაცემას“. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის კომფორტულ გარემოს შეუქმნის თავის მემკვიდრეს, როდესაც ის თეთრ სახლს ხელახლა დაიკავებს.

“პოლიტიკა არის რთული საქმიანობა და ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ძალიან სასიამოვნო სამყარო, მაგრამ დღეს ეს მშვენიერი სამყაროა და მე ნამდვილად ვაფასებ მას”, – უპასუხა ტრამპმა ჯო ბაიდენს.

თეთრი სახლის თანახმად, ტრამპის გუნდს, რომელმაც ახალ ადმინისტრაციაში რამდენიმე პოსტზე უკვე გამოაცხადა კანდიდატები, მოუწევს მოაწეროს ხელი შეთანხმებებს საოფისე ფართისა და სამთავრობო აღჭურვილობის გადაცემის, ასევე სამთავრობო ობიექტებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია