ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტას შინასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს, საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

“26 ოქტომბრის არჩევნები გაისვარა სერიოზული დარღვევებით… ეს არ შეესაბამება იმ ქვეყნის სტანდარტებს, რომელსაც EU-ს კანდიდატის სტატუსი აქვს. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია – ეს ზომები დარჩება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის თავის კურსს.

[…]

26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა ახალი პარლამენტის არჩევას. ეს არჩევნები გაისვარა სერიოზული დარღვევებით – დარღვევები დაფიქსირდა როგორც ხმის მიცემის დროს, ასევე მანამდე…

[…]

ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა შანისმა. [სინქრონული თარგმანი]

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს