„ფასის გლობალურმა დინამიკამ კიდევ ერთ ქართულ მწარმოებელს აიძულა წარმოების შეჩერება“ – რკინის მადნის ფასი წლის ბოლომდე კლებას გააგრძელებს

„ფასის გლობალურმა დინამიკამ კიდევ ერთ ქართულ მწარმოებელს აიძულა წარმოების შეჩერება“ – რკინის მადნის ფასი წლის ბოლომდე კლებას გააგრძელებს
2024 წლის ოქტომბერში ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 4.1%-ით შემცირდა, ჩინურის კი ერთ ტონაზე $1,285 შენარჩუნდა. ინფორმაციას Galt & Taggart ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს.
„საბაზო მეტალები გლობალურად მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე არიან, განსაკუთრებით კი დაბალი მოთხოვნის სეზონზე. ამჟამინდელი პროგნოზების მიხედვით რკინის მადნის ფასი მიმდინარე წლის ბოლომდე კლებას განაგრძობს და გამოკეთების მოლოდინი არც 2025 წლის განმავლობაში არის.
ფასის გლობალურმა დინამიკამ კიდევ ერთ ქართულ მწარმოებელს – „ჯორჯიან მანგანეზს“ აიძულა ფეროშენადნობების წარმოების 6 თვით შეჩერება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
რაც შეეხება საქართველოს, 2024 წლის 9თვეში ფეროშენადნობების ექსპორტის ღირებულება წლიურად 62.1%-ით, მოცულობა კი 70.1%-ით გაიზარდა და 197k ტონა შეადგინა. მიმოხილვის მიხედვით, მომდევნო თვეებში ექსპორტის შენელებაა მოსალოდნელი.