რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი უდავოდ ის ქვეყანაა, რომელსაც ს სისასტიკეებზე ყველაზე ძლიერი რეაქცია ჰქონდა

თურქეთია უდავოდ ის ქვეყანა, რომელსაც ს სისასტიკეებზე ყველაზე ძლიერი რეაქცია ჰქონდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი დიდ ძალისხმევას წევს, რათა ისრაელზე ზეწოლა მოახდინოს.
“როგორც იცით, დიდ ძალისხმევას ვიღებთ, რათა ზეწოლა მოვახდინოთ ისრაელზე და საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით ამ ქვეყნის წინააღმდეგ იძულებითი ზომები მივიღოთ. ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ძლიერი რეაქცია ჰქონდა ისრაელის სისასტიკეებზე და რომელმაც ყველაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, მათ შორის ვაჭრობის შეჩერებით, უდავოდ თურქეთია. ასევე სიის თავში ვართ ღაზაში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ოდენობით,” – განაცხადა ერდოღანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…