პირველადი მოხმარების პროდუქტების ბაზარზე გამსხვილება გაგრძელდება – რითეილ-ექსპერტი

რითეილ-ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე ვარაუდობს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარზე გამსხვილება გაგრძელდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას “დეილის”, “მაგნიტის”, “გვირილას”, “სპარის” და “იოლის” ერთ ჰოლდინგში გაერთიანების შეფასებისას განაცხადა.
მირანდა მანჯაგალაძე ვარაუდობს, რომ ახალი ჰოლდინგი „გაერთიანებული ძალებით შეეცდება, კარგი პირობები შესთავაზოს მომხმარებელს“.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს-გარიგების შედეგად შექმნილი მსხვილი ჯგუფი ორგანიზებული ბაზრის, დაახლოებით, 30%-ს დაიკავებს, რითეილ-ექსპერტი კონკურენციის შეზღუდვის საფრთხეს ვერ ხედავს.
საქართველოს სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით
“გამსხვილების ტენდენცია, ზოგადად, ნორმალური პროცესია. ეს გარიგებაც ნიშნავს იმას, რომ სექტორი საინტერესოა, ვითარდება და ინვესტირების პოტენციალი აქვს. ჯამში, ამ ფაქტს ძალიან დადებითად შევაფასებდი. არ მიმაჩნია, რომ ბაზარზე კონცენტრაცია მაღალია, რადგან თუ შევხედავთ პირველადი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზრის 100%-ს – ს თანახმად, ორგანიზებული ბაზრის წილი 42%-ია და ახალი ჰოლდინგი, დააახლოებით, 30%-ს დაიკავებს, მაგრამ მთელი ბაზრის ანუ როგორც ორგანიზებული, ისე არაორგანიზებული სექტორის – დაახლოებით, 15%-ს“, – აღნიშნა მან და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ გამსხვილებები სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობაზე მეტყველებს.
“კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ჩემი ვარაუდით, პირველადი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარზე გამსხვილებები კიდევ იქნება და ეს ბუნებრივია. გამსხვილების შედეგად, რესურსების გაერთიანება, საბოლოოდ ჯამში, აისახება როგორც ჰოლდინგის განვითარებაზე, ისე – მომხმარებელზე.
რაც შეეხება FMCG ბაზრის საინვესტიციო პოტენციალს, როცა საინვესტიციო ბანკები – „ კაპიტალი“ თუ „გალტ ენდ თაგარტი“ მუდმივად აქვეყნებენ ამ სექტორის შესახებ კვლევებს, ესეც კარგად მეტყველებს იმაზე, რომ სექტორი საინვესტიციოდ საინტერესოა“, – ამბობს მირანდა მანჯგალაძე.
“წერტილთან“ ინტერვიუში რითეილ-ექსპერტმა ვრცლად ისაუბრა FMCG სექტორში ახალი მსხვილი ჰოლდინგის ჩამოყალიბების დადებით მხარეებსა და გამოწვევებზე ბაზრის სხვადასხვა აქტორის პრიზმიდან.