პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფეხბურთის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, მათ შორის, დაგეგმილი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობის საკითხს, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. ასევე განიხილეს საქართველოს განაცხადი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
ჯანი ინფანტინომ, რომელიც საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, ის ობიექტები მოინახულა, რომლებიც ფიფას დაფინანსებით შენდება.
ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქარი, ფიფას მაისური გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის