არჩევნების საქმეზე პროკურატურაში ხატია დეკანოიძეც დაიბარეს

„ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში დაიბარეს.
ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ 13 ნოემბერს განაცხადა, როდესაც პროევროპული ოპოზიციური პარტიების წევრი ქალების მსვლელობა დასრულდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან აღმაშენებლის ხეივანში, საქართველოს დროშასთან.
სთან ქალების შეკრების მიზანი უწყებაში განცხადებების შეტანა იყო, სადაც ინდივიდუალურად თითოეული მათგანი დააფიქსირებდა, რომ არჩევნებზე, მის უბანზე, ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.
„მადლობა, გოგოებო, ქალებო. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. სანამ მე თქვენ ახლა აქ გელაპარაკებით, პროკურატურაში დამიბარეს, რომ ს გაყალბებასთან დაკავშირებით დამკითხონ, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. არაფერია, ყველაფერი ჩაივლის ჩვენი ერთად დგომით და სიმტკიცით.
ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი დიდებული დროშის ქვეშ ჩვენი შვილები, ყველას შვილები, მათ შორის, ამ მოძალადე პოლიციელების შვილები, ცხოვრობდნენ მართლაც გაბრწყინებულ საქართველოში. ისეთ საქართველოში, სადაც ვიზებისთვის რიგში დგომა არ მოუწევთ. სადაც პოლიციელს არ მოუწევს მექსიკის გავლით გადაძრომა და წასვლა ემიგრაციაში, იმიტომ, რომ მის უფროსს აქვს 10 000 ლარი პრემია და მას აქვს 1000 ლარი ხელფასი“, — თქვა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციონერი ქალების მსვლელობის დასასრულს.
დაანონსდა ქალების მასშტაბური მარშიც, რომლის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ქალების მსვლელობისას არაერთხელ დაიძაბა სიტუაცია მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის, მათ შორის იყო ფიზიკური ზეწოლაც. სიტყვიერი და ფიზიკური უხეშობით ერთ-ერთი გამორჩეული პოლიციელი იყო ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი ლაშა სალუქვაძე.
„როცა პოლიცია ქალებზე ძალადობდა, პროკურატურამ მე დამიბარა დაკითხვაზე. კითხვით, რა გაყალბდა და სად. აბსურდი“, — დაწერა მოგვიანებით ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში.
პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მიერ დაბარებულ პოლიტიკოსებს შორის არიან პრეზიდენტი , კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი , “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.
პროკურატურა აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მიმართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გახმიანებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა და პროკურატურას მიმართა იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ

პრემიერი: დღეს, ოთხმა პარტიამ მიმართა ევროკავშირს, მათ შორის მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება – ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს