ცესკოდან აღმაშენებლის ხეივნისკენ მიმავალი მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაა მოხდა.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველება არ მისცეს.
მსვლელობისას აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. მონაწილეებს შორის იყვნენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები.
მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვებოდა.
მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – თუ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხა საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რატომ უნდა იწვევდეს მისი საჯაროობა გააფთრებულ წინააღმდეგობას?! ე.ი. ეს ფული არაკანონიერი ქმედებების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა