ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები პრეზიდენტს ხვდებიან

ორბელიანების სასახლეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ს ოპოზიციონერმა წევრებმა განუცხადეს, პრეზიდენტს იმ ინფორმაციას მიაწვდიან, რომელიც დარღვევებს და არასამართლიან გადაწყვეტილებების ეხება, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდში მიიღო, რამაც მათი მტკიცებით, „ს გაყალბება და მიტაცება გამოიწვია“.
ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განმარტებით, ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია, რომ ის ინფორმირებული იყოს ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან.
„ცესკოს ოპოზიციონერი წევრების სურვილი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს შევხვედროდით, როგორც ერთადერთ დარჩენილ ინსტიტუტს ამ ქვეყანაში. 26 ოქტომბრის არჩევნები არის მიტაცებული და არჩევნები ფარულობის პრინციპის დარღვევით ჩატარდა, შესაბამისად, არალეგიტიმურია. ამის შესახებ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.