გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, რაც მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, – ამისშესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, ქვეყნის კონსტიტუციაში უმაღლესდონეზე გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი უფლება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნას მიღწეული.
„კონფერენცია იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, რაც მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონშიტარდება ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება. რაც შეეხება ჩვენს გზავნილებს, საქართველო ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიისსაკითხებს. ჩვენს კონსტიტუციაში უმაღლეს დონეზე გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი უფლება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისიმიზნები იქნას მიღწეული. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ გაეროსთან და ევროკავშირთან. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენიკანონმდებლობის და სტანდარტების დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასა დსა სტანდარტებთან. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი“, – განაცხადაპრემიერმა.