“ღმერთი მათ მუდარაზე არ რეაგირებს, რადგან იგი პოლიტიკაში არ ერევა, ისევე როგორც ფეხბურთში…” – რას წერს

პოლიტიკოსი, , სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს რომ ღმერთი პოლიტიკაში არ ერევა.

“ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათ დღეში პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. რა რიცხვში მოუწევს, პრეზიდენტის გარდა არავინ იცის. ეს შეიძლება იყოს პირველი დღეც და მეათეც. რადგან ეს პრეზიდენტს არ მიაჩნია კანონიერად და არ აპირებს სხდომის დანიშვნას, ასეთ შემთხვევაში, ლოგიკიდან გამომდინარე, სხდომა გაიმართება შედეგების გამოცხადებიდან მეათე დღეს. ამ რიცხვის დადგენა უკვე “ოცნებას” შეუძლია. როცა აწყობთ, მაშინ შეაჯამებინებენ ცესკოს ოქმს.

რა არის ხელისუფლებისათვის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის კრიტერიუმი? ამინდი

შესთხოვენ ღმერთს, რომ საშინელი ამინდი მოუვლინოს ქვეყანას. ამაში მათი მომხრე პრორუსი მღვდლებიც არიან ჩართულნი. ღმერთი მათ მუდარაზე არ რეაგირებს, რადგან იგი პოლიტიკაში არ ერევა, ისევე როგორც ფეხბურთში. რამდენი ცხვარიც არ უნდა დაკლა, თამაშს ვერ მოიგებ.ფუჭი იმედებია.

ვერც ქარი უშველის ამათ, ვერც წვიმა, ვერც თოვლი და ვერც საახალწლო ლომი-საცივი. ნურც წინა წლების გამოცდილების იმედი ექნებათ.

ამინდი კი შესანიშნავია” – წერს რომან გოცირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს