ღუდუშაური პრეზიდენტზე: შემცდარა, თუ ჰგონია, სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს

სალომე ზურაბიშვილი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ნებისმიერს – ეს ლელო იქნება თუ ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ამას საერთო ფესვები აქვს, ესენი არიან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა […] პრეზიდენტისთვის კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი არაფერს ნიშნავს. საერთოდ, ამ ქალისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს და ის ყველაფრიდან ამოვარდნილია. მის სიტყვებს თუ დავესეხებით, როგორც უყვარს – მას თუ ჰგონია, რომ სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს, მაგრად შემცდარა და მაგრად ცდება.