“ბრაზი მახრჩობს, ამაზე დიდ ღალატს ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ჩაიდენს” – გოჩა მირცხულავა

ბრაზი მახრჩობს. მასწავლებლები ჩვენს შვილებს – მომავალ თაობას ღირსების რაობას, მეგობრობას, სიყვარულს, სამშობლოს გააზრებას, მისთვის თავდადებასა და რუდუნებას, პატიოსნებას უნდა ასწავლიდნენ. ასევე: უხსნიდნენ ილიას, ვაჟას, რუსთაველის ღირებულებებს; აღაფრთოვანებდნენ გორგასლის, აღმაშენებლის, თავდადებულის, სხვათა და სხვათა გმირული სიდიადით; ესაუბრებოდნენ ევგენი მიქელაძის, სანდრო ახმეტელის, ს და ათი ათასების სვე-ბედზე; განუმარტავდნენ 1921 წლის ოკუპაციის ტრაგედიას, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიდ მუხანათობას – სამოქალაქო ძმათამკვლელი ომის პროვოცირებას თუ საქართველოს მკერდიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მოკვეთას; სიამაყით აღავსებდნენ ანწუხელიძის, შინდისის ბიჭების და უამრავ სხვათა გმირობით; …. ამ დროს, მასწავლებელთა უმეტესობა პარტიულ აქტივისტებად არის ქცეული და მომავალს უკლავს მათ, ვისი მომავლის ფორმირებისთვის მორალური ვალდებულების გარდა მატერიალური სარგებელიც გააჩნია. მომავლის ყაჩაღები – ამაზე დიდ ღალატს ვერც ერთი პოლიტიკოსი, ვერც ერთი სხვა მოხელე, ვერც ერთი სხვა პროფესიის ადამიანი ვერ ჩაიდენს საქართველოს წინაშე. ვერც ის კომისიის წევრი, რომელიც შეგნებულ დანაშაულზე მიდის როდესაც არჩევნებს აყალბებს და სისხლის სამართლის დამნაშავეა.