“ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე” – ცესკო

ცესკო ამტკიცებს, რომ არჩევნებზე სწორედ “სმარტმატიკის” მარკერები იყო გამოყენებული და აცხადებს:
საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა.
აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ამ წუთებში სასამართლო საიას და ოპოზიციის შუამდგომლობაზე მსჯელობს, რომელიც ცესკოსგან მარკერის ჩაბარების ხელშეკრულების წარდგენას ეხება.