“სტუდენტები სამართლიანი სისტემისთვის” | თსუ-სთან აქცია გაიმართება

“სტუდენტები სამართლიანი სისტემისთვის”, – ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება. თსუ-ს სტუდენტები სტიპენდიების მინიჭების წესში ცვლილებების შეტანას აპროტესტებენ.
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან იცვლება სტუდენტებისათვის სახელმწიფო სტიპენდიების მინიჭების წესი. აღნიშნული რეფორმა აუფასურებს სამეცნიერო სფეროში ისეთ ღირებულ მოღვაწეობას, როგორებიცაა სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნება და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა. ამასთან, ახალი წესი ითვალისწინებს სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე აქცენტირებას, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის პოზიტიური დისკრიმინაციის რისკს, მათ შორის შშმ პირთა ინტეგრაციის თვალსაზრისით.
საჭიროა გაერთიანება უფრო დიდი რეფორმებისათვის! შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაანონსებთ აქციას სახელწოდებით – „სტუდენტები სამართლიანი სისტემისთვის“.
შეკრების ადგილი: თსუ-ის პირველი კორპუსის ეზო
შეკრების დრო: 8 დეკემბერი, 15:00 საათი, – წერენ სტუდენტები.