საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად

საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად
საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გაეროს კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენციის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა და კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოში ჩვენ სერიოზულად ვუდგებით კლიმატური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა არსებითი გავლენა მოვახდინოთ. საქართველო აქტიურად აგრძელებს კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების ინტეგრირებას ეროვნულ ბიუჯეტში წლიური შეფასებების საშუალებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გავზომოთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ჩვენს ხარჯებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე.
ჩვენ ერთად ვაქცევთ სამხრეთ კავკასიის რეგიონს შესაძლებლობებისა და წარმატებების რეგიონად!“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერობის კანდიდატი ილია მზექალაშვილი-კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. ყვარლის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარებული იქნება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე

მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი – მარნეულის მაცხოვრებლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მათ საჭიროებებს. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ახალგაზრდებმა, მაქსიმალურად დაიმკვიდრონ თავი და ერთად ავაშენოთ ჩვენი მარნეული

მერობის კანდიდატი მიხეილ აფციაური- თეთრიწყაროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, აშენდა სკოლები, საბავშვო ბაღები. მოსახლეობის და ახალგაზრდების აქტიური მოთხოვნით მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა