კობახიძე: ოპოზიცია აკეთებს საკუთარი ხელით იმას, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, “პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება”. ამის შესახებ მ ჟურნალისტებთან ბაქოში ისაუბრა.
„პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ეს შემიძლია გითხრათ, ძალიან მკაფიოდ. პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია”, – თქვა კობახიძემ.
კობახიძე ირწმუნება, რომ ოპოზიცია მანდატებზე უარის თქმით თავიანთ მხარდამჭერებს აყენებს შეურაცხყოფას. მისივე მტკიცებით, ოპოზიცია რეპუტაციას იფუჭებს და ამბობს, რომ “რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, იმას აკეთებენ საკუთარი ხელით ოპოზიციის წარმომადგენლები”.
“თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მას მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი მათ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას, თუმცა ეს მათი საქმეა. თქვენ ხედავთ, რომ დღითიდღე ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად იფუჭებს საკუთარ რეპუტაციას და მდგომარეობას. ამას აკეთებენ ისინი საკუთარი ხელით. რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, იმას აკეთებენ საკუთარი ხელით ოპოზიციის წარმომადგენლები“, – ირწმუნება კობახიძე.
კობახიძის თქმით, პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა შეუძლებელია. მისივე მტკიცებით, ოპოზიციის ნაბიჯები კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ეს ნაბიჯები “პიარულ მიზნებზეა” გათვლილი.
„საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმები გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ რა თქმა უნდა, ახლაც.
აქედან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი. ბუნებრივია, მეტი დატვირთვა ამას ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან ს სიების ჩახსნასთან, მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ“, – განმარტა კობახიძემ.
**
12 ნოემბერს, კოალიცია ცვლილებისთვისა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ხელმოწერით საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს.
“განცხადებაში, რომელსაც ჩვენ წარმოგიდენთ და 82 წევრი სიისა, ყველა ვინც ვართ ამ სიაში, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს ს ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში, ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის”, – თქვა მ.